გაკვეთილის გეგმები


2017-2018სასწ.წ
დაწყებითების კათედრა
ღია გაკვეთილის გეგმა

კლასი-IIIკლასი

საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა

მასწავლებელი: თამილა ტუშური

მოსწავლეთა რაოდენობა-10

სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა : ჭრიჭინა და ჭიანჭველა (იგავ-არაკი)    ივანე კრილოვი, თარგმანი აკაკი წერეთლისა.

გამოსაკითხი მასალა: ჭრიჭინა და ჭიანჭველა

მიზანი:

ა) მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის დედააზრის გაგებას  და პერსონაჟების  საქციელზე მსჯელობას.
 ბ) განუვითარდებათ და შეძლებენ ტექსტის კითხვისა  და  ანალიზის   უნარ-ჩვევა, (მთლიანად და როლებში).
 გ) შეძლებენ მარტივი გეგმის მიხედვით იგავის მოკლე შინაარსის გადმოცემას თხრობით.

შეფასება: 
განმავითარებელი შეფასების სქემა (იხ. დანართი1)

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია მწერების შესახებ.

გამოყენებული  რესურსი:
  სახელმძღვანელო; „ ქართული ენა და ლიტერატურა“ ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე.   დაფა, ცარცი, ფლიქჩარტი, მარკერი, კომპიუტერი ,სურათები. შეფასების რუბრიკა. ელექტრონული პრეზენტაცია. 



გაკვეთილის ხანგრძლივობა 45წთ

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
პრე ფაზა
აქტივობა 1: მოსწავლეთა  რაოდენობის დაფიქსირება საგაკვეთილო განწყობის შექმნა მოტივირება
აქტივობის მიზანი:
მზადება გაკვეთილისათვის მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:
ვამოწმებ დასწრებას შევახსენებ გაკვეთილის თემას , დავურიგებ შეფასების რუბრიკებს, ვაძლევ შესაბამის ინსტრუქციას

მინი ლექცია
საერთო საკლასო
შეფასების სქემა
2წთ
2
გაკვეთილის A ფაზა

აქტივობა 2 _ კითხვა-პასუხი

აქტივობის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვა-პასუხებით.
გამოწვევა

აქტივობის აღწერა
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.რა არის იგავ-არაკი?
2.რა იცით ჭრიჭინასა და ჭიანჭველას შესახებ?
ასოციაციური რუკის საშუალებით  მასწავლებელი აფიქსირებს მოსწავლეთა პასუხებს დაფაზე.
გონებრივი იერიში
ინდივიდუალური
დაფა, ცარცი
5

გაკვეთილის B ფაზა- ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3 ახალი მასალის მიწოდება

აქტივობის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ  კითხვაში გავარჯიშებას,
ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

აქტივობის აღწერა
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს კომპიუტერის საშუალებით“youtube-დან ამოღებულ მასალას. ამის შემდეგ ტექსტს კითხულობენ მოსწავლეები, მოსწავლეთა დახმარებით ხდება გაუგებარი სიტყვებისა და გამოთქმების ახსნა.
შიშმა წელი მოსწყვიტა-ძალიან შეშინდა, კარზე მიადგა-ესტუმრა, მოცლილი-უსაქმური, იფარფაშე-იმხიარულე, ვედრებით-ხვეწნით, ზამთარმა თვალი გამოაჭყიტა-დადგა ზამთარი  და ა. შ.
მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში უწევს სათანადო დახმარებას მოსწავლეებს, აფასებს მათ სიტყვიერად.
დემონსტრირება
ინდივიდუალური
კომპიუტერი
სახელმძღვანელო
8წთ

აქტივობა 4
გმირის რუკაზე მუშაობა

აქტივობის მიზანი

გმირის რუკის შედგენისას მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოების მოქმედი გმირების დახასიათებას და აზრის დასაბუთებას. მასწავლებელი აკრავს დაფაზე გამზადებულ ფორმატში მწერების სურათებს . კითხვების საშუალებით მოსწავლეები ახდენენ  გმირის რუკის შევსებას.
1.ჩამოთვალეთ ჭრიჭინას(ჭიანჭველას)პორტრეტის მახასიათებლები.
2.ჩამოთვალეთ  თვისებების  მახასიათებელი ნიშნები.
3. მოიყვანეთ შესაბამისი  არგუმენტები.
მასწავლებელი მოსწავლეთა აქტივობას აფასებს სიტყვიერად. უწევს სათანადო დახმარებას.
პრობლემასა და მისი გადაჭრის სქემაზე მუშაობა
საერთო საკლასო

8

აქტივობა 5 როლებში კითხვა

აქტივობის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გამომეტყველებით  წაკითხვას.

აქტივობის აღწერა
მოსწავლეები უბრუნდებიან ტექსტს და კითხულობენ გამომეტყველებით შესაბამისი ტემპითა და ინტონაციით.
მასწავლებელი უწევს მათ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას.

პრაქტიკული მეთოდი
ინდივიდუალური
ტექსტი
3წთ.

აქტივობა 6 გეგმის შედგენა  და მის მიხედვით შინაარსის თხრობა

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები შეძლებენ გეგმის შედგენას და ლექსად დაწერილი ტექსტის გაშინაარსებას.

აქტივობის აღწერა
მოსწავლეები კიდევ ერთხელ კითხულობენ ტექსტს ჩუმად, ადგენენ გეგმას მასწავლებლის დახმარებით და გეგმაზე დაყრდნობით გადმოსცემენ ლექსის შინაარსს. მასწავლებელი აფასებს მათ ზეპირი კომენტარით.
ანალიზის მეთოდი
მთელი კლასი
ტექსტი
7წთ

აქტივობა 7 მიღებული ცოდნის შეჯამება.

აქტივობის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ როგორი ადამიანი იგულისხმება ჭიანჭველაში, ჭრიჭინაში.
რისი თქმა სურს მწერალს.  შეძლებენ თითონ შეაფასონ   პერსონაჟების საქციელი და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მათ მიმართ.
აქტივობის აღწერა
კითხვა-პასუხის რეჟიმში მასწავლებელი ახდენს მიღებული ცოდნის შეჯამებას
1.როგორი ადამიანი იგულისხმება ჭრიჭინაში? ჭიანჭველაში?
2.რას გვასწავლის ეს იგავ-არაკი, რისი თქმა სურს მწერალს?
(მედღეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო)
3.თქვენ თვითონ როგორ შეაფასებთ პერსონაჟების საქციელს?
4.იყო თუ არა ჭიანჭველას საქციელი სამართლიანი?
4.თქვენ როგორ მოიქცეოდით ჭიანჭველას ადგილზე, დაეხმარებოდით თუ არა ჭრიჭინას?
სინთეზის მეთოდი
მთელი კლასი

3წთ

აქტივობა 8 შეფასება

აქტივობის მიზანი
განმავითარებელი შეფასებითა და ზეპირი კომენტარით განისაზღვრება მოსწავლეთა ცოდნის დონე.

აქტივობის აღწერა
მოსწავლეთა შეფასებისათვის მასწავლებელი იყენებს ანალიტიკური შეფასების რუბრიკას. ასევე ზეპირი კომენტარით შეფასებას.

ინდივიდუალური

2წთ

აქტივობა 9 დავალება
აქტივობის მიზანი
წერითი დავალების შესრულებით მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოების  სხვა კუთხით გააზრებას.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეებს დავალებად აძლევსN3დავალებას გვ.161.
„გააგრძელე ჭრიჭინას ამბავი და მოიფიქრე კეთილი დასასრული.“
აძლევს მითითებებს დავალებასთან დაკავშირებით.
პრაქტიკული მეთოდი
ინდივიდუალური

1წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  1.        მოსწავლეები გაიხსენებენ მწერების ნაირსახეობებს
  2.        მოსწავლეები შეძლებენ გეგმის შედგენას და ლექსად დაწერილი ტექსტის გაშინაარსებას.
  3.         მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ როგორი ადამიანი იგულისხმება ჭიანჭველაში, ჭრიჭინაში.



 შეფასება: იხილეთ თანდართული ფურცლები:


ხელმოწერა: თ. ტუშური

თარიღი:





No comments:

Post a Comment